KALA | კალაძემ Rolex-ს 67 490 ევროიანი საათი დაუკვეთა

გამოქვეყნდა:

კახა კალაძემ "როლექსს" 67 490 ევრო ღირებულების საათი დაუკვეთა. ინფორმაციას თავად შემსრულებელი კომპანია ავრცელებს. კონცეპტუალურმა საწარმომ  კალაძისთვის Rolex- ის ექსკლუზიური მოდელი შექმნა. ეს იქნება შეზღუდული რაოდენობა, კონკრეტულად კი სულ 17 ცალი დამზადდა. 

ციფერბლატის წითელ ფონზე გამოსახულია სახელწოდება KALA. კომპანიის ცნობით, კალაძემ მოითხოვა, რომ საათი ასახავდეს მის ცხოვრებაში მიღწეულ უმაღლეს ეტაპს - ჩემპიონთა ლიგის მოგებას. 

"ყოველთვის მქონდა განსაკუთრებული ვნება საათების მიმართ. ჩემთვის პირველი მნიშვნელოვანი საათი 2002 წელს ვიყიდე, მაშინ მილანში ვთამაშობდი, და ეს საათი შევიძინე რინო გატუზოს დახმარებით. ჩემი პირველი საათი იყო როლექს დეიტონა, რომელიც ძალიან მომწონდა. 2004 წელს როდესაც ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ეს საათი მამაჩემს ვაჩუქე. რაც შეეხება იმას რას წარმოადგენს აქსესუარი პოლიტიკოსებისთვის - საათი გვეხმარება დროის განსაზღვრაში, თქვენ კარგად იცით, რომ პოლიტიკოსები ყოველთვის ძალიან დაკავებულები ვართ და უამრავი შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული, ამდენად დრო ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია." ამბობს კახა კალაძე.

ოფიციალურ საიტზე მოცემული მონაცემებით, კალაძის ექსკლუზიური საათი კვლავ ხელმისაწვდომია, თუმცა გამოუჩნდნენ თუ არა მას მყიდველები, უცნობია. 

Designa Individual-ს საათების ექსკლუზიური მოდელები დამზადებული აქვს ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორიცაა ლიონელ მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი