
კახა კალაძემ Rolex-ის 67 490 ევროს ღირებულების საათი დაუკვეთა. ინფორმაციას თავად შემსრულებელი კომპანია ავრცელებს. კონცეპტუალურმა საწარმომ კალაძისთვის Rolex ის ექსკლუზიური მოდელი შექმნა. ეს იქნება შეზღუდული რაოდენობა - სულ 17 ცალი. ოფიციალურ საიტზე მოცემული მონაცემებით, კალაძის ექსკლუზიური საათი ამ დრომდე ხელმისაწვდომია. უცნობია გამოუჩნდნენ თუ არა მას მყიდველები.
თბილისის მერის საათის ციფერბლატის წითელ ფონზე გამოსახულია სახელწოდება "KALA." ხოლო საათის წითელი ფერი თბილისის მერმა საკუთარი გემოვნებით შეარჩია. კომპანიის ცნობით, კახა კალაძემ მოითხოვა, რომ საათი ასახავდეს მის ცხოვრებაში მიღწეულ უმაღლეს ეტაპს - ჩემპიონთა ლიგის მოგებას. კომპანიას საათების ექსკლუზიური მოდელები დამზადებული აქვს ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორიცაა ლიონელ მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე