დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარის მიერ გატაცებულ მოზარდს ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებენ

გამოქვეყნდა:

მოზარდს, რომელიც დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა წაიღო, ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს. 

"სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, მყვინთავები, წყლის საშუალებები, ვიყენებთ დრონებსაც", - გვითხრეს უწყებაში. 

ცნობისთვის, დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარის დინებამ რვა წლის მოზარდი შუადღისას გაიტაცა. დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართა.

ფოტო: "რადიო თავისუფლება"

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი