ხაიში-მესტიის გზაზე, ნაკრასთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა

გამოქვეყნდა:

ხაიში მესტიის გზაზე, ნაკრას მონაკვეთთან, სოფელ ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობამ გზა გადაკეტა. 

ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ მონაკვეთზე გზა ჩამოშლილი და ჩარეცხილია. ისინი სწორედ ამას უკავშირებენ მაისის თვეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც ახალგაზრდები მანქანით მდინარეში გადავარდნენ. შემთხვევის შედეგად ორი მე-12 კლასის მოსწავლე და ერთი მე-11 კლასელი დაიღუპა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლება წლებია ატყუებთ, რომ გზას შეაკეთებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ  პასუხი ვერ მიიღეს კითხვაზე, რეალურად როდის დაიწყება სამუშაოები. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცნობილია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებს გამგეობის წარმომადგენელი.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი