"GWP-ის წყალსადენი მდებარეობს ხეობაში, რომელიც სახელმწიფომ მესამე პირს 14 ათას ლარად იჯარით მისცა" | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

GWP-ის წყალსადენი მდებარეობს ხეობაში, რომელიც სახელმწიფომ მესამე პირს 14 ათას ლარად იჯარით მისცა - ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" წერს.

ოთხი დღეა, თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი გრაფიკით ან საერთოდ არ მიეწოდება.

ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ 2017 წელს ქონების სააგენტომ 7,885 კვ.მ მიწის ნაკვეთი ფიზიკურ პირს იჯარის უფლებით გადასცა, ხოლო ხელშეკრულებაში მკაცრად არ განსაზღვრა ტერიტორიით სარგებლობის წესები.

შედეგად, წლების განმავლობაში დაგროვილმა ნაყარმა მასალამ არაგვის ხეობაში დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი წარმოქმნა.

კრიტიკული ინფრასტრუქტურის ზონირება, ტერიტორიით სარგებლობის პირობების განსაზღვრა და მონიტორინგი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა იყოს.

თუმცა სახელმწიფო ორგანოებმა ევროპული პროცედურებისადმი გულგრილობა გამოიჩინეს და ტერიტორია უბრალოდ გასცეს წელიწადში 14,120 ლარის საიჯარო ქირის სანაცვლოდ.

იჯარით გაცემის შემდეგ მუნიციპალიტეტი აუცილებელ მონიტორინგს არ ახორციელებდა, ახლა კი ყველა პასუხისმგებელი სტრუქტურა დუმს, - წერს ორგანიზაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი