"გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი - მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან 21 ივნისს, 10:00 საათზე" | ოჯახი

გამოქვეყნდა:

"გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი - მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან 21 ივნისს, 10:00 საათზე", - ამის შესახებ დაკარგული პროფესორის ძმა, ლევან გახელაძე სოციალურ ქსელში წერს:

გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი, რომლის მიზანია ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის ფერდობის დათვალიერება ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით.

მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან ხვალ, 21 ივნისს დილის 10 საათზე.

თან იქონიეთ ქუდები და წყალი - მოსალოდნელია ცხელი დღე.

ყველას წინასწარ დიდი მადლობა!, - წერს ლევან გახელაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი