სტიქია ბაღდათში | მდინარე ხანისწყალი ადიდდა და სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა

გამოქვეყნდა:

სტიქია ბაღდათში - უხვი ნალექის შედეგად მდინარე ხანისწყალი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ხანში გზას მიწა გამოაცალა, რის გამოც ამ მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია. 

წაღებულია ელექტროგადამცემი ბოძებიც, რის გამოც რამდენიმე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობას დაეტბორა რამდენიმე ასეული ფუტკრის სკა.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შესწავლა, მოგვიანებით დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი