მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მოძრაობა განახლდა

გამოქვეყნდა:

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტრო სადგურ ვაჟა-ფშაველაზე მოძრაობა განახლდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილის საათებში მეტროსადგურზე მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა, ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობდა, შეჩერებული იყო მეტროს მე-2 ხაზის მოძრაობა. მაშველებმა მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე უცნობია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი