მესამე დღეა ოჯახი გიორგი გახელაძეს ეძებს | მოხალისეები დილიდან კუს ტბისა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებენ

გამოქვეყნდა:

მესამე დღეა თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. ის 19 ივნისს დილით გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. სამძებრო სამუშაოებში ოჯახთან ერთად მოხალისეებიც ჩაერთნენ, რომლებიც დღეს დილიდან კუს ტბისა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ. სატელეფონო ანძის ჩვენების მიხედვით, კაცი ბოლოს სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

"ფერდობს ათვალიერებენ ახლა, ძეგლის გადასწვრივ. დანარჩენი, ჯერ-ჯერობით არაფერი ხელშესახები არ არის სამწუხაროდ. ეს [ლოკაცია] არის ტელეფონის, ანძის ჩვენება. დღის პირველი საათიდან ათ საათამდე ანძის ამონაწერი აჩვენებს, რომ ტელეფონი მდებარეობდა ამ არეალში, იმ გადამცემ სადგურთან იყო დაკავშირებული, რომელიც ემსახურება ვაკის პარკს. შესაბამისად გონივრულია, რომ ძებნა იყოს ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ჯერ-ჯერობით ყოველ შემთხვევაში ასეა. [ბოლოს მასთან კონტაქტი] წინა დღეს მქონდა," - განაცხადა დაკარგულის ძმამ, ლევან გახელაძემ.

სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და მეხანძრე-მაშველები არიან ჩართულები. 

ოჯახის ცნობით, 57 წლის კაცს ღია ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ -  599311090

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი