
უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმისკენ საბორნე მიმოსვლა განახლდება - ინფორმაცია კომპანია
Ukrferry-ის ვებგვერდზე ვრცელდება. ცნობილია, რომ აღნიშნულ მარშრუტზე მიმოსვლა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეჩერდა.
ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი 9 ივლისს იგეგმება. მგზავრობის დრო დაახლოებით 60 საათია. 13 ივლისს კი ბათუმიდან ჩერნომორსკისკენ რეისი იგეგმება.