"19 წლის ბიჭი უბნის მაყურებლებმა ცემით მოკლეს..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიკა ბასილაია - შავგულიძე წერს.
19 წლის ბიჭი შაკო ისაევი უბნის მაყურებლებმა ცემით მოკლეს... ნეტავ ვინ აღადგინა უბნის მაყურებლების "პრაქტიკა"? ნეტავ ვისი დავალებით უსწორდებიან ადამიანებს 1 ს 5 და 20 კაცი?! ნაძირალა ქოცებო, ყველაფრისთვის აგებთ პასუხს!! - დაწერა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.
მანამდე, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში მოქალაქე ანა კომლაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა 1 კვირის წინ მოხდა, თუმცა ახალგაზრდა ბიჭი დღეს გარდაიცვალა.
Უმძიმესი დღე დაგვიდგააა. Უმძიმესი კვირა გავიარეთ. Ჩემი შვილების მეგობარი მოგვიკლეს ქუჩაში ავაზაკებმაა. ცემით მოკლეს!!!
ჩვენ უბნის მაყურᲔბლები ვართო უთხრეს ნაძირლებმა. ჩვენ ბიჭს უთქვამს რაღა დროს უბნის მაყურებლებიაო და ცემით მოკლესს.
Ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს. Ერთი კვირის თავზე დაგვეღუპა ჩვენი ბიჭი
Ღმერთოოოო... როგორ გავუძლოოოო როგორ" - დაწერა ანა კომლაძემ.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.