"პოლიცია ამბობს, რომ არ არის ეს კაცი გიო... ძალიან ჰგავს, მეც კი ამერია..." | პროფესორ გიორგი გახელაძის მეუღლე

გამოქვეყნდა:

"პოლიცია ამბობს, რომ არ არის ეს კაცი გიო... ძალიან ჰგავს, მეც კი ამერია...", - ამის შესახებ პროფესორ გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება მის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გიორგი გახელაძე დღეს წერეთლის გამზირზე შენიშნეს.

ხალხო, პოლიციაც ამბობს, რომ არაა ეს კაცი გიო. უბრალოდ ძალიან ჰგავს. მგონი, იმედი გამიცრუვდა. წერეთელზე ძალიან ბევრი გვეუბნება, რომ დღეს ნახეს მსგავსი ადამიანი. მისი სტუდენტი ამბობს, რომ შორიდან დაინახა, ძალიან ჰგავდა და ვერ დავეწიეო. ან ვინმე ორეული ჰყავს, ან არ ვიცი უკვე!

[...]

ლეპტოპი ვიპოვეთ სახლში. უბრალოდ, ჩანთა იდო სხვაგან, სადაც არ ინახავდა ხოლმე. ამიტომ ყურადღება არავის მიუქცევია. ლეპტოპის ბევრი ჩანთა გვაქვს და ამიტომ. აღმოჩნდა, რომ არ წაუღია ლეპტოპი. მოკლედ, ყველაფერი თავიდან იწყება.

[...]

ჟურნალისტებს ვთხოვ, ინფორმაცია გიორგის პოვნასთან დაკავშირებით არ გაავრცელონ. ეს პიროვნება ძალიან ჰგავს, მაგრამ ის არ არის. დღეს წერეთლიდან რამდენიმე ზარი იყო, რომ დაინახეს. სავარაუდოდ, ვიღაც დადის, ვინც ძალიან ჰგავს. იმდენად, რომ მეც კი ამერია, - დაწერა ირმა მალაციძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს მეოთხე დღეა, ეძებენ. ის სახლიდან 19 ივნისის დილას გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სატელეფონო ანძის ჩვენების მიხედვით პროფესორი ბოლოს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, ოჯახი და მოხალისეები. 

ოჯახის ცნობით, 57 წლის კაცს ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე - 599311090.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი