
სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 2024 წლის 1 აგვისტოდან, აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ, ცოფის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, პერიოდულად იცვლება ძაღლების გაყვანის მოქმედი რეგულაციები.
"მიღებული ახალი წესების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ვეტერინარულ სერტიფიკატთან ერთად, სავალდებულოა, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ შემუშავებული სპეციალური სასერტიფიკატო ფორმის შევსება. აღნიშნული სერტიფიკატის ფორმას ავსებს სახელმწიფო ვეტერინარი, რაც დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ბეჭდით", - ნათქვამია განცხადებაში.
CDC-ის სერტიფიკატისთვის სავალდებულო ინფორმაცია მოიცავს:
ზემოაღნიშნული პირობების შეუსრულებლობა შესაძლოა გახდეს ძაღლის უკან გამობრუნების ან აშშ-ში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი (მფლობელის ან იმპორტიორის ხარჯზე). სერტიფიცირების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ - https://nfa.gov.ge/Ge/Files/Download/6061