დასეტყვილი ვენახები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები | ლაგოდეხის სოფლებში ზარალს ითვლიან

გამოქვეყნდა:

დასეტყვილი ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები -კახეთში დილიდან სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. უამინდობამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.  განსაკუთრებით რთული ვითარება შრომასა და ნინიგორის თემშია. გუშინ გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები გაანადგურა. ადგილობრივების შეფასებით, ზარალი გარკვეულ მონაკვეთზე 80% -ს აჭარბებს. ფერმერები ვაზის გადასარჩენად, ვენახებში შეწამვლით სამუშაოებს იწყებენ. ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის.

"ასეთი რამე, რაც მახსოვრობაში მაქვს, არ მინახავს, თითქმის აი წარღვნა იყო რომ იტყვიან. სეტყვა იყო იმსისქე, ყველაფერი გაანადგურა, საერთოდ არაფერი აღარ დაგვიტოვა, ყურძნის მტევნები სულ გაუბედურებული ყრია, მთელი ბაღჩაც, ბოსტნეულიც, ყველაფერი დაბლაა დაფენილი", - ამბობს ადგილობრივი.

რამდენიმე მოქალაქეს ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად სახლებიც დაეტბორა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი