
გიორგი გახელაძესთან დაკავშირებით, ახლობელი სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ დიდ დიღომში კერძო დასახლებაში ფეხით მოსიარულეებს დაკარგულის ფოტოებს აჩვენებს. მისივე ცნობით, ეს მეთოდი ეფექტურია:
1 საათია, დიდ დიღომში კერძო დასახლებაში ფეხით მოსიარულეებს ვათვალიერებინებ ფოტოებს და ვთხოვ 112-ში დარეკონ, თუ სადმე შეამჩნევენ. 25-მდე პიროვნებიდან 5-ს ქონდა ინფორმაცია, რაც ჩემთვის დამაიმედებელი შედეგია!
ვფიქრობ, ძებნის ეს გზა ძალიან ეფექტურია და მოგიწოდებთ ანალოგიურად მოიქცეთ - აჩვენეთ ფოტოები უცნობ ადამიანებს ყველგან: ტრანსპორტში, გაჩერებებზე, პარკებში, ...
სხვა ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ მონიშნულ პროფილებზე.
P.S. ქუდი რომ ახურავს ფოტოზე, ამ ტანსაცმლით უნდა იყოს, სავარაუდოდ." წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

პროფესორ გიორგი გახელაძის მოსაძებნად დღეს თბილისის ყველა უბანში მოქალაქეების ჯგუფები შეიკრიბა. ძებნის ოპერაციაში ჩაერთნენ მოლაშქრეებიც. პროფესორის ოჯახი ეჭვობს, რომ სავარაუდოდ სახეზეა ამნეზია და შესაძლოა გახელაძე ნებისმიერ ლოკაციაზე გადაადგილდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახელაძეს უკვე მეოთხე დღეა, ეძებენ. ის სახლიდან 19 ივნისის დილას გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სატელეფონო ანძის ჩვენების მიხედვით პროფესორი ბოლოს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია, მაშველები, ოჯახის წევრები და მოხალისეები.