პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებისთვის მეორე თამაში შედეგიანიც იყო და ბევრ რამეზე დამაფიქრებელიც. ინდივიდუალურ დონეზე განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელიც საერთოდ ამ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად მიიჩნევა. წინ კი ფავორიტ პორტუგალიასთან ერთი თამაში და ჯგუფიდან გასვლის თეორიული, მაგრამ მაინც შანსი რჩება.
თუ ამ ჩემპიონატმა და ბიჭების წარმატებამ რაიმე გვასწავლა, სწორედ ესაა, რომ მიზნები და ამბიციები მხოლოდ უმაღლეს დონეზე უნდა დაისახო და შემდეგ მათ მისაღწევად იბრძოლო.