გადაუდებელი სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩას, სადაც გრაფიკი არ მოქმედებს, წყალმომარაგება შეეზღუდება | მისამართები და აღდგენის დრო

გამოქვეყნდა:

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.

ჩუღურეთი, ხუდადოვის ქ.სატუმბო სადგურის წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 6/23/2024 22:30 დან 6/24/2024 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ხეხილ-სანერგე მეურნეობას (ივერთუბანს) სრულად, მახათას აღმართს და რეხის ქუჩას. 

ისანი, ალექსანდრე წულუკიძის ქ. 4 შეს. N7-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 6/23/2024 22:15 დან 6/24/2024 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
შანდორ პეტეფის N 1-21, წულუკიძის მე-3 და მე-4 შესახვევებს. 

ნაძალადევი, ეკა ბეჟანიშვილის ქ.N79-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 6/23/2024 21:00 დან 6/24/2024 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გვაზაურის, ბეჟანიშვილის,ქართლის, თმოგვის, დაისის, ღრმაღელეს, ქსოვრელის, ქართველიშვილის, კნოლევის და ღოღობერიძის ქუჩებს. 

ვაკე, მცხეთის ქ. N 7 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/23/2024 19:15 დან 6/24/2024 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მცხეთის ქუჩას

მთაწმინდა, სოფ. ტაბახმელა, კვენეტაძის ქ. N 10 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/23/2024 16:00 დან 6/24/2024 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ტაბახმელა და შინდისი (სრულად) წავკისში: ვახტანგ 6, ცხრა ძმა ხერხეულიძე, თაყაიშვილი, დიდგორის, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, 

მთაწმინდა, ოქროყანა, კოჯრის N 22 თან, წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/23/2024 16:00 დან 6/24/2024 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ნასახლარის ქუჩას

სამგორი, ქინძმარაულის ქ. N 25 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/23/2024 15:30 დან 6/24/2024 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ქინძმარაულის მე-2 შესახვევს, მოსკოვის გამზ N 46,48,50-ს, ქინძმარაულის N37- 53(კენტებს), რქაწითელის, ზემომეტალურგიის, საფერავის, ჩხავერის, თავკვერის, წმინდა ბარბარეს უბანს, ბაბუციძის, ნაკადულის, დოსითეოს ქუთათელის, რევაზ კვირიკაშვილის და ემირ ბურჯანაძის ქუჩებს. 

გლდანი, მუხიანი 2, იაკობის ქ. N 7 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/23/2024 14:00 დან 6/24/2024 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გრემის, მუხის, იაკობის, სამეგრელოს, კალაუბნის, გორგულის ქუჩებს

ნაძალადევი, რატევანის ქ. N 12 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/23/2024 13:30 დან 6/24/2024 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
რატევანის 1 შესახვევს

ნაძალადევი, გრიგორ ბიჩინაშვილის ქ. N 2 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/23/2024 13:30 დან 6/24/2024 01:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
უიარაღოს, ნოსტეს, კახიანის, ძმობის, მუშათას, წრომის, კელაპტრიშვილის, ასკურავას, სტურუას, კისისხევის, წაღვერის, კაჭრეთის, კონდოლის (ლევან თიგიშვილის), მაღაროს, კოდალოს, ლოტკინის ხევი, ენისელის, მესხის, ღუდუშაურის, მიტინგის და ქართლელიშვილის, ურიდიას (ყოფილი ჩოდრიშვილის) და რევაზ ინანიშვილის ქუჩებს. 

პარალელურად შეგახსენებთ, რომ წიწამურთან მომხდარი მასშტაბური დაზიანების გამო, 1 კვირაა თბილისის დიდ ნაწილს წყალი შეწყვეტილი აქვს. მოსახლეობისთვის დღის განმავლობაში რამდენიმესაათიანი გრაფიკი მოქმედებს.

GWP-ს ცნობით, მიმდინარეობს უწყვეტი სამუშაოები, რომელიც ორ დღეში დასრულდება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი