ვალეში, ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ვალეში,  წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომელი დაიღუპა, მეორე თანამშრომელი კი დაშავდა - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

უბედური შემთხვევა გუშინ, 24 ივნისს მოხდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს 1965 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

როგორც "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" გამოცემას უთხრეს,  მეორე მამაკაცი გარდაცვლილი თანამშრომლის ამოყვანის დროს დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალციხის კლინიკა "ევექსში" გადაიყანეს. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი