კალაძეს და მდინარაძეს FB-მა სარეკლამო პოსტები გაუუქმა | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით,  კახი კალაძეს და მამუკა მდინარაძეს FB-მა სარეკლამო პოსტები გაუუქმა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2020-დან 2024 წლამდე კახი კალაძესა და მამუკა მდინარაძეს Facebook-ზე პოსტების დასპონსორებაში ჯამში $74 ათასი აქვთ გადახდილი. 

"მამუკა მდინარაძის პოსტი, რომელიც მოსახლეობას არწმუნებდა ე.წ. “რუსული კანონის” ევროპულობასა და გამჭვირვალობაზე, Facebook-მა დარეკლამებისას დაბლოკა.

 კახა კალაძემ 200 აშშ დოლარი გადაიხადა ვიდეო მიმართვის დასპონსორებისთვის, რომელიც არასახელისუფლებო მედიებს აკრიტიკებდა.

 Facebook-მა თბილისის მერსაც წაუშალა პოსტზე რეკლამა, რადგან სოციალური ქსელის სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა" - წერს "ფლანგვის დეტექტორი"

იხილეთ რეპორტაჟი თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი