რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებული საქართველოს ტურისტული სექტორი. ზღვისპირა რეგიონში ბაზარი თითქმის სრულად აქვთ დაკავებული რუს ემიგრანტებს. რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორები კი პრიორიტეტს თანამემამულეებს ანიჭებენ და შესაბამისად ადგილობრივებს საკუთარი ბინებისა და სახლების გაქირავება უჭირთ. უძრავი ქონების გარდა რუსეთი მოქალაქეები ტურისტებს სხვადასხვა ტურს და სერვისს სთავაზობენ.