ფოთში ენმ-ის ოფისს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

ფოთში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ. ინფორმაციას თავად ოპოზიციური პარტია ავრცელებს. 

“მოვედით ოფისში, გარედან მაინც და მაინც არ ეტყობოდა, მაგრამ შიგნით შესვლის შემდგომ ფანჯრები დაგვხვდა ჩამსხვრეული. ეს არ არის შემთხვევითობა, ან უამინდობის ბრალი, ფანჯარას აქვს ორმაგი მინა და რამდენჯერმე ძლიერად აქვთ ნასროლი მძიმე საგანი, რის შემდეგაც დაიმსხვრა  ფანჯრები. ცენტრალური ქუჩაა, ყველგან კამერები აყენია და არ უნდა გაუჭირდეთ იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა ეს, მაგრამ არ მაქვს გამოძიების იმედი, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით ხომერიკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი