ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიტბორა, მანქანებს უჭირდათ გადაადგილება. წყალი შევიდა რამდენიმე სახლშიც, დატბორილია სარდაფები.
ადგილობრივების თქმით, ყოველი ძლიერი წვიმა ქუთაისში მოსახლეობას აზარალებს, ხელისუფლება კი ადამიანების პრობლემების ნაცვლად პირად კომფორტზეა გადასული.