ქუთაისში მდინარე ოღასკურა ადიდდა | წყალი საცხოვრებელ სახლებშიც შევარდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში სტიქიას ებრძვიან. ქალაქში ბოლო რამდენიმე საათია, გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც მდინარე ოღასკურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზას და კორპუსის ეზოები დატბორა.

მძიმე მდგომარეობაა ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაშიც, სადაც წყალი საცხოვრებელ სახლებში შევარდა.
გარდა ამისა, წერეთლის ქუჩაზე, წყალი საავტომობილო გზაზე დგას, რის გამოც მანქანებს გადაადგილება უჭირთ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი