კასრისწყალის საჯარო სკოლა დაიტბორა, დასახმარებლად ჯერ არავინ ჩასულა

გამოქვეყნდა:

ძლიერი წვიმის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში კასრისწყალის საჯარო სკოლა დაიტბორა

ამ დრომდე წყალი დგას პირველ სართულზე საკლასო ოთახებსა და საპირფარეშოებში. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, დაზიანებულია შენობის ინფრასტრუქტურა, რომელიც სასწრაფო აღდგენას საჭიროებს.

გიორგი ბუღრიძის თქმით, შენობის დატბორვა წვიმის გარდა, იმანაც გამოიწვია, რომ სოფელში  ბიზნესმენ ცაძიკიძეების კუთვნილი ტბები გადაივსო.

ამ დრომდე სტიქიის ზონაში დასახმარებლად არავინ ჩასულა. მათ შორის, არც ახმეტის რესურს ცენტრიდან.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც წვიმის შედეგად, სკოლას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი