მეორე დღეა, ქუთაისში 20 წლის გოგოს ეძებენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გაუჩინარდა. 20 წლის ნინიკო გიორგაძეს ოჯახის წევრები 2 დღეა ეძებენ.

ახალგაზრდა ქალი 26 ივნისის საღამოს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოდის. 

დაკარგულის ოჯახის წევრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის ფოტოებს ავრცელებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, თუ რამე იციან მისი ადგილსამყოფლის შესახებ, დაუყოვნებლივ დარეკონ ნომერზე: 597 33 43 29.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 20 წლის ნინიკო გიორგაძის ძებნაში ჩართულია პოლიცია.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი