ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის ვადა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა

გამოქვეყნდა:

ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი 18-თვიანი ვადა ისე ამოიწურა, რომ ობიექტი ისევ ხარაჩოებშია. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და განახლებული სადგური 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა. რამდენიმე თვეში ახლადგარემონტებული ჭერი ჩამოიშალა და ნანგრევების ქვეშ 14  მოქალაქე მოყვა. მას შემდეგ კახი კალაძის უწყება 6 წელია ცდილობს სადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციას. ბოლო კონტრაქტი 13 მლნ ლარის ოდენობით "ქართული ოცნების" შემომწირველ კომპანიასთან 2022 წელს დაიდო. თუმცა ახლა, უშედეგოდ გასული წელიწადნახევრის შემდეგ დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის მერიას კიდევ ერთი უსიამოვნო სიახლე აქვს - ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის ვადა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი