განადგურებული და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დახურული საკვები ობიექტები... | ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი ჩავარდნილია

გამოქვეყნდა:

ანაკლია-განმუხურში საზღვაო ტურისტული სეზონი ჩავარდნილია. ამ დრომდე არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გახსნისა და მუშაობის დაწყების საშუალება არ ეძლევათ ბულვარზე განთავსებულ კაფე-ბარებსა და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებს. მიზეზი კი ზუგდიდის საკრებულოს 21-ჯერ ჩაშლილი სხდომაა, რომელსაც "ქართული ოცნება" არ ესწრება და შესაბამისად, საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა ვერ ხდება. დღეს ადგილზე იმყოფებოდა პარტია "ახალის" ფრაქციის წარმომადგენელი ზუგდიდის საკრებულოში და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

"ფაქტიურად ჩაშლილია წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა და მერია წესით ვერ განახორციელებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად. თქვენ დამატებით ნახავთ კადრებს, რა ხდება ანაკლია-განმუხური რეზორთის ტერიტორიაზე, როგორ არის აქაურობა გავერანებული, მიუხედავი. ამიტომ, მერია და ყველა აღმასრულებელი ორგანო ვერ აკეთებს საქმიანობას რომელსაც უნდა ახორციელებდეს კანონის შესაბამისად. აქ ადგილზე არცერთ ბიზნესს, ადგილს, რომელიც შარშან საქმიანობდა, არ აქვს მუშაობა დაწყებული იმიტომ რომ მათ ამისთვის ნებართვა არ აქვთ, არ არის შემოყვანილი ელექტროენერგია და მთელი რიგი ადგილები, საკურორტო სეზონისთვის განკუთვნილი, ამ წუთისთვის არის საფრთხის შემცველი", - ამბობს მაია კალანდია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი