
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინებს აჭარბებს და ჩვენი ფეხბურთელებიც ცნობილი გუნდების ყურადღებას იქცევენ. როგორც გუნდურად ისე ინდივიდუალურად მიღწეულმა შედეგებმა ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაზარდა და სატრანსფერო ბაზარზე მათი ფასიც საგრძნობლად აიწია. ყველაზე მეტად მეკარე გიორგი მამარდაშვილი და თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გამოირჩნენ, რომლებიც სიმბოლურ გუნდშიც კი დასახელდნენ. უცხოელი სპეციალისტები ქართველების მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი