სახიფათო მეტროსადგური თბილისში | ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ისევ გახანგრძლივდა

გამოქვეყნდა:

თბილისელებს, რომლებიც 6 წელია ვარკეთილის ჩამონგრეული მეტროს სადგურით სარგებლობენ, რებილიტაციის დასრულებმდე კვლავ ხანგრძლივი ლოდინი მოუწევს. დღეს ცნობილი გახდა რომ განახლებული სადგურის გახსნა ისევ გადაიდო. მერიის კონტრაქტორი კომპანია ამჯერადაც დროს და დამატებით სახსრებს ითხოვს.

ოფიციალური განმარტებით, საჭიროა დამატებითი კვლევები, თუმცა რაში დაიხარჯა წელიწად ნახევარი და 13 მილიონი ლარი უცნობია, რადგან მეტროს სადგურში ფაქტობრივად არაფერია გაკეთებული და მგზავრებს უკიდურესად სახიფათო სივრცეში უწევთ გადაადგილება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ კონტრაქორმა კომპანია, რომელსაც სამუშაოები ივნისის ბოლოს უნდა დაესრულებინა, სამუშაოების შესასრულებლად დამატებითი დრო მოითხოვა. მიზეზად კი, სადგურში დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროება დაასახელეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი