ჩხოროწყუმ თვითმცლელი მანქანა სანქცირებული რუსული KAMAZ-სგან შეიძინა, რაშიც 64 ათასი ლარი გადაიხადა | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

ჩხოროწყუმ თვითმცლელი მანქანა სანქცირებული რუსული KAMAZ-სგან შეიძინა, რაშიც 64 ათასი ლარი გადაიხადა - ამის შესახებ ინფორმაცია "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

რუსული კოპანია KAMAZ-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 2022 წელს დაასანქცირა, რადგან KAMAZ-ი რუს სამხედროებს ჯავშანტექნიკას აწვდის.

KAMAZ-ი აგრეთვე დასანქცირებულია ევროკავშირის დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზენლანდიის მიერ.

2024 წლის მარტში ამჯერად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-მა სანქცირებული KAMAZ-ის ფირმის თვითმცლელი მანქანა 64,350 ლარად შეიძინა.

მიმწოდებელი ფიზიკური პირია, რომელსაც 2022 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 572,405 ლარი აქვს მიღებული.

2022 წელს, სანქცირებული KAMAZ-ის სპეცდანიშნულების 6 მანქანა თბილისის მერიაში შემავალმა შპს თბილსერვის ჯგუფმა შეიძინა, რაშიც ₾4,442,244 ლარი გადაიხადა.

ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრმა 2023 წელსაც სცადა სანქცირებული KAMAZ-ის შესყიდვა, თუმცა მოგვიანებით მიმწოდებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუუქმა, - წერს ორგანიზაცია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი