ქუთაისში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელის ოჯახი ამბობს, რომ ბავშვს აღმზრდელმა სცემა. მათი თქმით, არასწულლოვანს სხეულზე ცემის კვალი აღენიშნება. აღნიშნულზე გამოძიება მიმდინარეობს და ცნობილია ისიც, რომ მოზარდის სხეულს ხვალ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შეამოწმებენ.
“ბაღი არის ჩემი სახლის გვერდით. აივანზე ჩემი ბავშვის განწირული კივილი ტირილი შემომესმა, გავვარდი რომ მენახა რატომ ტიროდა.
ბავშვი არ ლაპარაკობს, რომ ვკითხო რა მოხდა. იმ წამსვე გავხადეთ ტანზე, რომ გვენახა რამე ხომ არ იტკინა, რადგან ასეთი კივილი ვიკასი ჯერ ჩვენ არ გაგვიგია. ზურგზე აქვს 5 თითი დანარტყამი, ფოტოზე კიდე არ ჩანს იმდენად და წინ გულზეც.
ბაღში გვითხრეს, რომ დადგმულ სცენარს ჰგავს. ანუ ჩვენ ვცემეთ ბავშვი, რომ დავაბრალოთ ბაღს. სხვა ბევრ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რის საქმის კურსში ბაღის გამგეც ჩავაყენეთ. ამის და მიუხედავად დღეს ეს სურათი დამხვდა.
კი, მართალია მთელმა ქუთაისმა იცის ამ ბაღის შესახებ, მაგრამ მე გირჩევთ თავი შეიკავოთ ბავშვების აქ მოყვანისაგან, - ამბობს ბავშვის მშობელი.