რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა | მოქალაქემ სახლიდან არასრულწლოვანი გამოიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსთავში, მე-17 მიკრო/რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება ყვება, ცეცხლი საცხოვრებელი ბინის საშრობში გაჩნდა, სადაც არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაარჩინა. 

"ცეცხლი იყო და დავინახე, შველას ითხოვდა. ავედი და გადმოვიყვანე,  მერე გამოვარდა ცეცხლი შოკში იყო ბავშვი. დაახლოებით 12-13 წლის იყო, სახეზე არც დამინახავს. გარედან ავედი "ტრუბებზე" და ისე გამოვიყვანე... მეც ისე ვარ, სულ მაკანკალებს ახლა", - უთხრა "ინფო რუსთავს" პირმა, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა.

ადგილზე მეხანძრე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი