პროტესტი ზაჰესში | მოსახლეობა საგზაო ნიშნის აღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩის გადაკეტვით იმუქრება

გამოქვეყნდა:

პროტესტი ზაჰესში - მოსახლეობა საგზაო ნიშნის აღებას ითხოვს, რომელიც უბანში შესასვლელთან დამონტაჟდა. მოსახლეობის თქმით, ნიშანმა გზის განტვირთვის ნაცვლად საცობები შექმნა და პირობების იგნორირების შემთხვევაში ქუჩის გადაკეტვას აპირებენ. 

"ეს არის ავჭალის ქუჩა, რომელიც კვეთს შოთაძის ქუცას. ამ ადგილას, როდესაც მოდიოდა გამვლელი და მაცხოვრებელი პირდაპირ წასვლაც შეგვეძლო და შეგვეძლო მარცხნივ წასვლაც. ამ დროს, ჩამოკიდეს შუქნიშანთან საგზაო ნიშანი, რომელიც კრძალავს მარცხნივ შეხვევას და ადგილობრივ მოსახლეობას უშვებს 700 მეტრით პირდაპირ და უკან, ანუ კილომეტრ ნახევარზე გვიშვებს წრიულზე, სადაც სამი ნაკადი ავტომობილები შემოდის დიდუბის მხრიდან ავჭალის მხრიდან, თბილისის შემოვლითი გზის მხრიდან და იქმნება საცობი. მამა რომ ჩაიყვანს შვილს ავტომობილით საბავშვო ბაღში კილომეტრ ნახევრით მეტის გავლა მოუწევს და საცობში დამატება აი ამ ნიშნის დამონტაჟებით. თუ არ გაითვალისწინებენ ამას, თუ ახლა მოსულია 10, 20 და 100 კაცი ხვალ და ზეგ ეს თემა ყველას ეხება, ეს პრობლემა ყველას ეხება და უფრო მეტი ჩამოვალთ," - აცხადებს ადგილობრივი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი