საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ ბოლო სამზადისია თბილისშიც. გულშემატკივრებს, ვინც გერმანიაში წასვლა ვერ მოახერხა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ტრადიციულად საშუალება ექნება შეხვედრას დიდ ეკრანზე მიადევნოს თვალი.
ქართველი ქომაგებისთვის მეხის სტადიონზე კვლავ დამონტაჟებულია ექვსი გიგანტური ეკრანი. როგორც ნაკრების ფეხბურთელები აღნიშნავენ, ისინი ყოველთვის ადევნებენ თვალს რა ხდება საქართველოში, როგორ გულშემატკივრობენ და მათ ეს დიდ მოტივაციას აძლევს. მესხის სტადიონზე გულშემატკივრებს 21:00 საათიდან შეუშვებენ. გახანგრძლივებული დროით იმუშავებს ავტობუსების ნაწილი და მეტრო.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველო-ესპანეთის მატჩი, გერმანიაში, კიოლნში, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: დავით კობიძე