"ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების გულია, მიქაუტაძე კი საქართველოს ნაკრების მეორე სუპერვარსკვლავი" | მსოფლიო მედია ქართველ ფეხბურთელებზე

გამოქვეყნდა:

"ქოჩორაშვილი  საქართველოს ნაკრების გულია, მიქაუტაძე კი  საქართველოს ნაკრების მეორე სუპერვარსკვლავია, რომელიც ესპანეთის ჩამოგდებას და ევრო 2024-ზე კიდევ ერთი შოკის მოხდენას ისახავს მიზნად". 

"კვარა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მას ძალიან დაეხმარა მიქაუტაძე. კიტეიშვილის დაბრუნებამ კი ნაკრებს ის ხარისხი შესძინა, რაც კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს ძალიან სჭირდებოდათ" - ასეთია გამოხმაურებები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე, რომლებიც ახლა უცხოური მედიების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტები არიან. 

ქართველ ფეხბურთელებზე  საუბრობენ ყოფილი ფეხბურთელებიც და აღიარებენ რომ საქართველოს ნაკრები ამ ჩემპიონატის მთავარი სენსაციაა - ასე შეაფასეს ბიჭების თამაში სლოვაკეთისა და გერმანიის გუნდის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელებმა კევინ კურანმა და მარტინ იაკუბკომ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი