ქართველი ემიგრანტები ესპანეთში მატჩის საყურებლად იკრიბებიან | ჩართვა მადრიდიდან

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგულშემატკივროდ იკრიბებიან ესპანეთშიც. ქართველი ემიგრანტები გადამწყვეტი მატჩის ყურებას მადრიდში ერთად აპირებენ. ალკო ბენდას უბანში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს დღეს ყველა ერთად მოხატული სახეებითა და დროშებით  საკუთარ ქვეყანას უქომაგებენ.

"მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, მადრიდის იმ უბნიდან, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს, სპორტულმა ჟურნალისტმა თაკო აბესაძემ ისაუბრა. 

შეგახსენებთ, კიოლნში ესპანეთი-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს თბილისის დროით, 23 საათზე დაუპირისპირდებიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი