ზეიმი | როგორ დაუბრუნა ფეხბურთმა ქვეყანას გამარჯვებულის მენტალიტეტი

გამოქვეყნდა:

ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება და გულშემატკივართან ერთად სრული სერიოზულობით ისახავს მიზნად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრების ტურნირიდან გამოგდებას,  აჩვენებს იმ უზარმაზარ ნახტომს, რომელიც არა მხოლოდ  სპორტული თვალსაზრისით გავაკეთეთ, არამედ აჩვენებს იმას რომ ქვეყანამ დაიბრუნა გამარჯვებულის მენტალიტეტი. ხოლო ის საყოველთაო სახალხო ზეიმი, რომელმაც პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ მთელი ქვეყანა მოიცვა, იყო ის თითქოსდა მივიწყებული და გაუცხოებული ემოცია, რომლის შესახებ ბევრმა  მხოლოდ გადმოცემითღა იცოდა. ახლა კი ეს წარმატება, ეს სიხარული, სიამაყე  და სამომავლო გამარჯვებებიც სრულიად ხელშესახები მოვლენები გახდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი