გულშემატკივარი დარჩენილ წუთებს ითვლის საქართველოშიც - მთელი ქვეყანა ამ საღამოს ცხადია ფეხბურთით იცხოვრებს და მოუთმენლად ელოდება დაუჯერებელი ზღაპრის ახალ თავს. პიკზეა ემოციები და იმის განცდა, რომ ძალიან ბევრი ათწლეულების, თაობების შემდეგ, ქვეყანას ისევ აქვს საშუალება ეზიაროს რაღაც განსაკუთრებულს, გაერთიანდეს ამ წარმოუდგენელი სიხარული გარშემო, იამაყოს თავისი ქვეყნითა და ნაკრებით და უბრალოდ გაიხაროს ამ წარმატებით რასაც უკვე მიაღწიეს ჩვენმა ფეხბურთელებმა.
ბოლო სამზადისია "ლოკომოტივის" სტადიონზე მოწყობილ კოკა- კოლას ფანზონაში. ნაკრების მთავარი სპონსორი დღევანდელი საღამოსთვის განსაკუთრებულად მოემზადა. ქომაგები კი ნელ-ნელა უკვე იწყებენ შეკრებას სტადიონზე, სადაც დიდი ეკრანებზე ექნებათ საშუალება მიადევნონ თვალი შეხვედრას.