მარია რესა | თავისუფლებისთვის მებრძოლი ნობელიანტი

გამოქვეყნდა:

სიმართლე - ერთადერთი იარაღი ჟურნალისტის ხელში - სიმართლე კი ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი რეჟიმებისთვის სასიკვდილო, ეგზისტენციალური საფრთხეა. სწორედ ამიტომ მედია ადრე თუ გვიან, და უფრო ადრე ვიდრე გვიან, ნებისმიერი დიქტატურისთვის მთავარი სამიზნე ხდება ხოლმე. ასეა საქართველოს შემთხვევაში, ასე იყო რუსეთის შემთხვევაში და ასე შემდეგ.  დღეს, როცა არადემოკრატიულ რეჟიმებს ხელთ აქვთ მასობრივი საინფორმაციო განადგურების იარაღი სოციალური ქსელებში გენერირებული და კამპანიურად გავრცელებული დეზინფორმაციის სახით, ჟურნალისტის ამოცანა კიდევ უფრო რთული ხდება. დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში სიმართლეზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ის ხომ გამოგონილი ამბავია და სწორედ იმ სენტიმენტებს ეთამაშება, რომელიც ადამიანებს მის მიმართ მოწყვლად მარიონეტებად აქცევს და შემდეგ ავტორიტარული რეჟიმი სწორედ ამ ემოციებით მანიპულირებს. როგორ დავამარცხოთ დიქტატურა - შეკითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუმცა ცნობილმა ფილიპინელმა ჟურნალისტმა და ნობელიანტმა, მარია რესამ ამ ურთულეს შეკითხვაზე პასუხის გაცემა მის წიგნში სცადა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი