რუსებმა გრემისხევის თავზე რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც.სადგომი მოაწყვეს | ქაცარავა

გამოქვეყნდა:

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა წერს, რუსმა ოკუპანტებმა გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეციალური სადგომი. მისივე თქმით, ეს არც ახალი ბაზის მშენებლობაზე მიანიშნებს და არც ახალი საგუშაგოს მოწყობაზე, მაგრამ ცალსახად ნიშნავს ოკუპანტების სამხედრო-საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ქაცარავა სოციალურ ქსელში ფოტომასალასაც ავრცელებს.

"რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.

ასეთი ტიპის სპეც სადგომები მთელი ხაზის გასწვრივ მრავლად აქვთ მოწყობილი.

ბუნებრივია, ეს არ არის ახალი ბაზის მშენებლობა, ან თუნდაც ახალი საგუშაგოს მოწყობა, მაგრამ ცალსახად ნიშნავს ორკების სამხედრო-საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ჩვენ კი ვიგებთ ომს მშვიდობით, მაგრამ ორკები სხვანაირად ფიქრობენ აშკარად" - წერს დავით ქაცარავა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი