საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა. ფეხბურთელები ამ წუთებში სპეციალური ავტობუსით ტოვებენ ტერიტორიას, რომელსაც მოქალაქეები აცილებენ.
ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა, ადგილზე ისმის შეძახილი - "მადლობა". სამწუხაროდ, მათ საყვარელი ფეხბურთელებისთვის ავტოგრაფების გამორთმევა და ფოტოების გადაღება აეროპორტში ვერ შეძლეს, თუმცა დღეს საღამოს მათ ამის შანსი კიდევ ექნებათ.
შეგახსენებთ, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.