პატარა ქომაგებმა ქოჩორას სახლში მიაკითხეს | შეხვედრა საყვარელ ფეხბურთელებთან

გამოქვეყნდა:

პატარა გულშემატკივრების შეხვედრა  საკუთარ ფავორიტებთან და ემოციური კადრები -  მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ეროვნული ნაკრების წევრებთან მოზარდებს მიახლოების საშუალება არ მიეცათ, ბავშვებმა საყვარელ ფეხბურთელებს სახლში მიაკითხეს. პატარა გულშემატკივრები მივიდნენ გიორგი ქოჩორაშვილის სახლთან, აიღეს ავტოგრაფები და გადაიღეს ფოტოები. ბავშვები ბუდუ ზივზივაძის სახლთანაც დგანან და მის გამოჩენას ელოდებიან. 

შეგახსენებთ, დღეს, საღამოს 22 საათზე თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელების საზეიმო დახვედრა მოეწყობა. ფეხბურთელების მსვლელობა ავტობუსით 10-ის ნახევრიდან, მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყება.  

თავისუფლების მოედანზე ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს, აწყობენ სცენას. 
 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი