"2000 წლიდან სამხედრო იყო, ავიაციის უმაღლესი სასწავლებელი უკრაინაში დაამთავრა" | დაღუპული პილოტი გორიდან იყო

გამოქვეყნდა:

კახაბერ ზურაბაშვილის მშობლიურ ქალაქში გლოვაა - დაღუპული პილოტი გორიდან იყო.  ექსპერტიზის შემდეგ, მის ცხედარს სავარაუდოდ,  სწორედ გორში გადაასვენებენ. 

ზურაბაშვილი პროფესიონალი სამხედრო იყო. მან საავიაციო სასწავლებელი უკრაინაში დაამთავრა. იყო ომის 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი. 

"2000 წლიდან სამხედრო პირი იყო. ავიაციის უმაღლესი სასწავლებელი უკრაინაში დაამთავრა. შაბათ-კვირას ყოველთვის აქ იყო. დედა ჰყავს ჩავარდნილი ავადმყოფი და თვითონ უვლიდა. ძმაც დაღუპული ჰყავს, მამაც და ჩამოდიოდა ხოლმე შაბათ-კვირას, დედას უვლიდა. მარნეულში ცხოვრობდა, იქ მუშაობდა." ამბობს ტრაგიკულად დაღუპული პილოტის მეზობელი და ახლობელი. 

შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  დისველში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. რა გახდა ტრაგედიის მიზეზი ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ბოლნისში ჩავიდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანიც. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი