ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს ნაკრების ღია ავტობუსი თავისუფლების მოედანზე მივიდა - ნაკრებმა მსვლელობა ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები და რუსთაველის გამზირი - დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩები გულშემატკივრებითაა სავსე - ნაკრებს მსვლელობისას ათასობით ადამიანი შეძახილებით შეხვდა. 

თავისუფლების მოედანზე კი საგანგებო ღონისძიება მიმდინარეობს. სწორედ აქ შეხვდნენ ქომაგები კერპებად ქცეულ ფეხბურთელებს, რომლებმაც ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე წარმატებით მთელი ქვეყანა ერთი დიდი სიხარულით გააერთიანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი