"მინისტრის მოადგილემ გვითხრა, ვინ დაგპატიჟა, მოხვედი საცხოვრებლად მანდო" | ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ბათუმში ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ადგილზე 28 ივნისს ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც 10 სახლი დაიწვა, ასევე დაზიანდა ეზოში მდგომი მანქანები. 4 ოჯახი კრიტიკულ მდგომარეობაშია და დროებით სხვა საცხოვრებელში გაყვანას ითხოვს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლება არ ინტერესდება თუ სად და როგორ უნდა იცხოვრონ მრავალშვილიანმა ოჯახებმა და ხანდაზმულებმა. მათი თქმით, ადგილზე მხოლოდ ერთხელ მივიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე, რომელიც დაპირებით და ერთჯერადი დაფინანსებით შეთავაზებით შემოიფარგლა. დაზარალებულები ამბობენ, რომ დაფინანსება საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხელახლა შესაძენადაც არ ეყოფათ, ადგილიდან კი ხანძრის შედეგად დაგროვებული ნაგავი და დამწვარი მასალებიც კი არ გაიტანეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ უახლოეს დღეებში მათი პრობლემები არ მოგვარდება, მაშინ 300-მდე ოჯახი საპროტესტო აქციებს დაიწყებს. 

"ნაგვის არც გაიტანეს, მოვიდნენ, დაგვპირდნენ, მოსვლა იციან, ლაპარაკი იციან, საქმის შესრულება არ იციან. არავინ აღარ მოვიდა მის შემდეგ, კაბინეტში მიაკითხავ და პასუხის გაცემა არავინ არ იცის ნორმალურად.... ასეთი პასუხი უნდა გაეცა თუნდაც რომ, ვინ დაგპატიჟა მოხვედი საცხოვრებლად მანდო, ჩვენ 13 წელია ვცხოვრობთ აქ, ამას [ნაგავს] გატანა უნდა, არავის არავინ არ დაუპატიჟებია, მოვიდნენ და გაწმინდონ, თორემ სულ სხვანაირ ზომებს მივიღებთ მერე და ვერავინ წინ ვერ დაგვიდგება", - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი