მიენიჭოს ბუდუ ზივზივაძეს საპატიო ქუთაისელის წოდება | ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ახალის" წევრის, გიორგი კილაძის ინიციატივა

გამოქვეყნდა:

მიენიჭოს ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეს საპატიო ქუთაისელის წოდება – ამ ინიციატივით ქუთაისის საკრებულოს წევრი გიორგი კილაძე გამოდის.

პარტია “ახალის” წევრის  თქმით,  ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა, ერთადერთი ქუთაისელი მონაწილე ბუდუ ზივზივაძე იყო და მას საპატიო ქუთაისელის წოდება ეკუთვნის.

“მხოლოდ ერთი ქუთაისელი იყო “ევრო 2024″-ზე და ეს  ბუდუ ზივზივაძე  იყო. ამიტომ მიენიჭოს მას საპატიო ქუთაისელის  წოდება.
ქუთაისის მერიავ და საკრებულო, ერთი საქმე მაინც გააკეთეთ ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის”, – ამბობს პარტია “ახალის” წევრი გიორგი კილაძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი