რაგბიზე დასწრების მსურველთათვის, რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

გამოქვეყნდა:

საქართველოს რკინიგზა რაგბიზე დასწრების მსურველთათვის 4 და 5 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს. განცხადებას რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ცნობილია, რომ დამატებულია რეისები: თბილისი-ბათუმი: გასვლა 08:40, ბათუმი-თბილისი: გასვლა: 00:01.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯის, ბათუმში, 5 ივლისს, 20:00 შეხვდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი