ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მფრინავის ცხედარი გორში გადაასვენეს

გამოქვეყნდა:

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მფრინავის ცხედარი მშობლიურ ქალაქ, გორში გადაასვენეს. კახა ზურაბაშვილის ცხედარი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მშობლიურ სახლში სამხედრო პატივით დაასვენეს. 

კახა ზურაბაშვილი გამოცდილი მფრინავი იყო და ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა პილოტების გადამზადებას სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე. ის თავდაცვის ძალებში წლების განმავლობაში ირიცხებოდა, ზურაბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი იყო. 

სამხედრო მფრინავს გორში შაბათს დაკრძალავენ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი