სასტიკი მოპყრობა ცხოველის მიმართ | სოფელ ვარციხეში ძაღლს ესროლეს

გამოქვეყნდა:

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის მორიგი ფაქტი იმერეთში. ამჯერად შემთხვევა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მოხდა. მიუსაფარი ძაღლი თოფიდან  არის დაჭრილი, ცხოველთა მოყვარულების ჩარევით მას უკვე გაუკეთდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას საფანტი ჰქონდა მოხვედრილი. 

ცხოველთადამცველები ამბობენ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა იმერეთში, როდესაც მიუსაფარ ცხოველებს ასე სასტიკად ექცევიან. ისინი კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ. არ გამორიცხავენ აქციების გამართვასაც. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. "მთავარის" ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა პირი, რომელმაც ძაღლს ესროლა და ის აცხადებს, რომ ცხოველი ბავშვის მიმართ აგრესიული იყო, რის გამოც იძულებული გახდა სანადირო თოფიდან გაესროლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი