რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი ჯაფარიძე მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

მორიგი ჯარიმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს - თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია "ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე 5 000 ლარით დააჯარიმა. შსს მას 2 მაისს გმირთა მოედნის გზის პიკეტირების ორგანიზებას ედავებოდა.

"მეგობრებო თქვენი დახმარება დაგვჭირდება 
დღეს სასამართლომ ჩვენს დამფუძნებელს გიორგი ჯაფარიძეს 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა , 2 მაისს გმირთა მოედნის გზის პიკეტირების ორგანიზებისთვის. 
გასაჩივრება არ შეიძლება თუ თანხას არ გადაიხდის, ვადა არის 7 დღე 
ანგარიშის ნომერს დავდებთ კომენტარებში 
გავიმარჯვებთ სახელოვნად " წერს ორგანიზაცია და ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს. 

  • GE16TB7891345061600006
  • GE53BG0000000131336304 
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი